logo
ENG



Inform Napalm: დაჯგუფება "ვაგნერის" ყოფილი წევრი საქართველოში ცხოვრობს და ბიზნესი აქვს

28 აგვ 202111:39
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/28/urd4rslv38t5n15.jpg

საგამოძიებო მედია Inform Napalm-ის მოკვლევით, დაქირავებულ სამხედროთა რუსული დაჯგუფება ვაგნერის ერთ-ერთი ყოფილი წევრი, კირილ კრივკო, რომელსაც ომის დანაშაულები აქვს ჩადენილი, საქართველოში ცხოვრობს და აქ ბიზნესს აწარმოებს. 

ვაგნერი არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფია, რომელიც არ ირიცხება რუსეთის სამხედრო უწყების ბალანსსა და იურიდიული პირების რეესტრში. 

სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ვანგერის მიერ დაქირავვებული პირები მონაწილეობდნენ სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. დაჯგუფება სისასტიკით არის გამორჩეული. 

ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი ამბობს, რომ კირილ კრეიკო საქართველოში შეცვლილი სახელით და გვარით ცხოვრობს. 

მისივე ცნობით, უკრაინული კვლევითი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ფაქტების მიხედვით, კირილ კრივკო 2014-ში უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა. 2016-2017 წლებში კი სირიაში სამოქალაქო პირების მკვლელობაში იღებდა მონაწილეობას.

"კრივკოს პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ, რუსეთის დაზვერვაში მისი კარიერა “ოფიციალურად” დასრულდა. მან სახელი და გვარი შეიცვალა - გახდა კირილ ალიოშეჩკინი - და მისი საქმიანობა ბიზნესმენის საფარ ქვეშ გააგრძელა. ფლობს სამშენებლო კომპანიას და ფილიალები დარეგისტრირებული აქვს საქართველოში და ყაზახეთში. საქართველოში - თბილისში, ნუცუბიძის 20-ში.

რუსეთის დაზვერვა მსგავს ტაქტიკას ხშირად მიმართავს: კომერციულ სტრუქტურებს ქმნის, ბიზნესმენებად ფუთავს დაზვერვის ოფიცრებს, აგზავნის კონკრეტულ ქვეყნებში, რათა მათ ადგილზე შეაგროვონ ინფორმაცია და დააფინანსონ პრორუსულო ძალები". - წერს ეთო ბუზიაშვილი. 

მისივე განცხადებით, უკრაინელებმა ამ საკითხზე საქართველოს საელჩოს ოფიციალური წერილით მიმართეს.

ფორმულა ცდილობს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდეს, რათა გაარკვიოს, რა იცის სახელმწიფომ კირილ კრივკოს შესახებ და რატომ ცხოვრობს ის საქართველოში. 


close დახურვა